“ცესკოს” თავმჯდოამრის მოადგილე ახალციხეში

February 19, 2024

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას საზღვარგარეთ მცხოვრები არალეგალები

რას აკეთებენ იმისათვის, რომ წელს არჩევნებზე ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხდეს

ნახეთ სიუჟეტი 

საქართველოში, საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე რამდენიმე თვე რჩება, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო, საარჩევნო კომისიის წევრების და თავმჯდომარეების შერჩევა, მათ შორის დღეს, ახალციხეში და კიდევ 7 სხვადასხვა ლოკაციაზე კომისიის წევრობის მსურველებისთვის გამოცდები დაიწყო.

საგამოცდო პროცესს, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძე დაესწრო. ჩვენ მას ვკითხეთ თუ როგორ შეძლებდნენ ხმის მიცემას საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან, რადგან, საქსტატის ცნობით, 2022 წელს, საქართველო 125 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

შარაბძეს თქმით, საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრებმა მოქალაქეებმა უნდა გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია, რის შემდეგაც შეძლებენ ხმის მიცემას. მისივე თქმით, ამ პროცესის შესახებ მეტ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

გარდა ამისა, შარაბიძეს ვკითხეთ თუ როგორ ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წელს არჩევნებზე, ელექტრონული ხმის მიცემის პროცესი არ შეფერხდეს, რადგან სხვადასხვა შეფასებით, ტექნიკური პროცედურა უფროსი ასაკის ამომრჩევლებისთვის რთულია. როგორც ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გვეუბნება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილში პრობლემას ვერ ხედავს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს გაიმართება. წელს, პირველად არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩევლები რეგიონების მაჟორიტარ დეპუტატებს ვერ აირჩევენ.