ახალციხეში COVID19-ის გამო გარდაცვლილ ექიმებს მემორიალი გაუხსნეს

October 19, 2021

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში COVID19-თან ბრძოლაში დაღუპული პერსონალის ხსოვნის პატივსაცემად მემორიალი გაიხსნა. გარდაცვლილ პერსონალს კომპანიამ „სიცოცხლის ელჩის“ ორდენი მიანიჭა და დაღუპულ თანამშრომელთა ოჯახების წევრებს გადასცა, – ინფორმაციას ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჰოსპიტალში კორონავირუსს ოთხი ექიმი ემსხვერპლა.

ფოტოები: ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალი