ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში კოვიდვაქცინაციის შესახებ ბუკლეტები დადრიგეს

October 20, 2021

სამცხე-ჯავახეთში ვაქცინაციის ტემპი დღითიდღე იკლებს, ამასთან ოფიციალურად  კოვიდადასტურებული შემთხვევების რაოდენობა მზარდია. მოსახლეობაში გავრცელებულია სხვადასხვა სახის დეზინფორმაცია, რაც თავის მხრივ ვაქცინაციის პროცესს კიდევ უფრო აფერხებს.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში ვაქცინაციის პოპულარიზაციის მიზნით დღეს ახალციხეში სომხურ და ქართულ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეს.