ახალციხიდან გაგზავნილი ანალიზის პასუხები ცნობილია

May 6, 2020

ახალციხის “ცხელების ცენტრიდან” გაგზავნილი 18 ადამიანის ანალიზებიდან ოთხი პაციენტის პასუხი ცნობილია. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ ჩვენ კლინიკის დირექტორმა, გიორგი ბარძიმაძემ გვითხრა.

ბარძიმაძის თქმით, ხვალ დილით გახდება ცნობილი დანარჩენი 14 ადამიანის ანალიზის პასუხები, რომელთა შორისაც 4 პირი “ცხელების ცენტრის” მედ პერსონალია.

ახალციხის “ცხელების ცენტრში” COVID-19-ის სამი შემთხვევა დადასტურდა. ყველა მათგანი სხვა რეგიონში მცხოვრები პირია.

Leave a Reply