ახალციხის ახალარჩეული მერი მედიას შეხვდა

September 30, 2021

რა არის N1 პრობლემა ახალციხის მუნიციპალიტეტში, როგორ აპირებს ახალარჩეული მერი, ირაკლი ლაზარაშვილი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას და იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები – ამ და სხვა საკითხებზე დღეს ახალციხის მერმა ადგილობრივი მედიის წინაშე ისაუბრა.

ირაკლი ლაზარაშვილი მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად გუშინ შეუდგა. იგი გუშინ მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და მერიას დაქვემდებარებული ა(ა)იპ-ების დირექტორებს შეხვდა, დღეს კი მედიას.