„დიდი ადამიანები“ – ლიბერთის მხარდაჭერით გურიაში მცხოვრებ უხუცესებზე წიგნი გამოიცემა

September 30, 2021

®

ლიბერთის მხარდაჭერით, საქართველოს რეგიონებში კიდევ ერთი ახალი პროექტი „დიდი ადამიანები“ ხორციელდება. ფოტოგრაფი ნათელა გრიგალაშვილი და მწერალი გიორგი კეკელიძე, პროექტის ფარგლებში, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები უხუცესი ადამიანების შესახებ საინტერესო ისტორიებს, ფოტოსა და ტექსტის საშუალებით გააცნობენ საზოგადოებას.

ფოტოგრაფისა და მწერლის ერთობლივი მუშაობის შედეგად აღმოჩენილ ადამიანებზე ფოტო ამბების ნახვა შესაძლებელი იქნება წიგნში, რომელიც  ლიბერთის  მხარდაჭერით გამოიცემა.

პროექტის მხარდაჭერით ლიბერთი შეძლებს განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს  და დააფასოს ის  გამორჩეული ადამიანები,  რომლებსაც თავიანთი განსაკუთრებული ისტორია და ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ.

პროექტი „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“  სტრატეგიის  და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის  ფარგლებში ხორციელდება. „ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისთვის“ სტრატეგია ითვალისწინებს ნებისმიერ მომხმარებელზე ზრუნვას და ადამიანებთან მარტივ ურთიერთობას.