ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ მერს თავიანთი პრობლემები და ინიციატივები გააცნო

October 30, 2019

არაკომფორტული და მოუწესრიგებელი შიდა საქალაქო ავტობუსები, შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მოწყობისთვის შენობის გამოყოფა, წყლის და კანალიზაციის გაყვანილობის დამონტაჟება/რეაბილიტაცია, გზებისა და ტროტუარების გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვა  ამ და სხვა პრობლემებმა და ინიციატივებმა გაიჟღერა, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ ახალციხის იფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელსაც ადგილობრივებთან ერთად ახალციხის მერი ესწრებოდა. შესხვედრაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორი თამუნა უჩიძე თვლის, რომ აუცილებელია ბიუჯეტის დაგეგმვაში ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა, რადგანაც მთავარი საფინანსო დოკუმენტი ხალხის რეალურ საჭიროებებს უნდა ასახავდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინაროებდა, თუმცა მისი დასრულების შემდეგ ახალციხის მერმა ჟურნალისტების შეკთხვებზე პასუხის გასაცემად ვეღარ მოიცალა და ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.

Leave a Reply