ბაკურიანში პიროტექნიკის აფეთქებისას მამაკაცი დაშავდა

January 13, 2022

ბაკურიანში პიროტექნიკის გამოყენების გამო მამაკაცი დაშავდა. მან ხელი მძიმედ დაიზიანა. პირი გადაყვანილია ღუდუშაურის კლინიკაში,- ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. 

ღუდუშაურის კლინიკაში გვეუბნებიან, რომ პირს ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პაციენტი გადაყვანილია პალატაში.