ბაკურიანში, 4 სოფელთან დამაკავშირებელ გზას 7 თვის შემდეგ წმენდენ

April 18, 2023

ბაკურიანში, 4 სოფელთან დამაკავშირებელ გზას დიდთოვლობის გამო ჩაკეტვიდან 7 თვის შემდეგ წმენდენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, ბაკურიანის მაღალმთიანი სოფლებთან დამაკავშირებელ გზაზე (მოლითი, ტაბაწყური, ბალანთა და ჭიხარულა) შესაბამისი ტექნიკა დგას.

როგორც ბორჯომის მერი, ოთარ არბოლაშვილი გვეუბნება, აღნიშნული გზის გაწმენდა ამ დრომდე ფიზიკურად შეუძლებელი იყო, რადგან თოვლის საფარი დიდია. მისივე თქმით, სოფელში მცხოვრებლებს ალტენატიული გზა ახალქალაქის გავლით აქვთ. 

ოფიციალური ცნობით, დიდთოვლობის გამო, ზემოთ აღნიშნული გზის მონაკვეთი, ოქტომბრიდან აპრილამდე იკეტება.