ბორჯომში და ბაკურიანში ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწყება იგეგმება

April 18, 2023

 ბორჯომში და ბაკურიანში ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაწყება იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ოფიციალური ინფორმაციით, მათთან ერთად პროგრამა მოიცავს: ქუთაისს, წყალტუბოს, თელავს, ზუგდიდს, ბათუმს, მცხეთას, სტეფანწმინდას, მესტიას და ყაზბეგს. პრემიერის თქმით, ის 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ბიუჯეტი კი 1 მილიარდი ლარით განისაზღვრება.

რა ნიშნით შეირჩა მუნიციპალიტეტები, კონკრეტულად რა სამუშაოების განხორციელება იგეგმება და როგორ გადანაწილდება თანხა მუნიციპალიტეტებზე – ამის გარკვევას ჩვენ პრემიერის აპარატში ვცდილობდით, თუმცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის, ოთარ არბოლაშვილის თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აქვს და ამბობს, რომ დეტალებზე პერემირი მოგვიანებით გააკეთებს განცხადებს.

რაც შეეხება სამცხის მაჟორიტარ დეპუტატს, ანტონ ობოლაშვილს იგი ჩვენს ზარებს არ პასუხობს. 

კონკრეტულად როდის დაიწყება პროგრამის განხორციელება, ამ ეტაპზე ესეც უცნობია.