ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა მესამე დღეა ვერ ხერხდება

August 23, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბორჯომში ხანძრის ქრობა გრძელდება, სხვადასხვა სირთულის კერა ისევ ფიქსირდება,- ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ხანძრის ჩაქრობას 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი ცდილობს, პროცესში კვლავ ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები, ხოლო დრონებით ხანძრის მონიტორინგი მიმდინარეობს.

Მსგავსი მასშტაბის ხანძარი ბორჯომში 2017 წელს იყო, როდესაც, CENN -ს ინფორმაციით, ხანძრის შედეგად 752 ჰექტარი დაიწვა.

ტყეებში ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე  მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე გვესაუბრება. ის მოქალაქეების უყურადღებობაზე ამახვილებს ყურადღებას და ადგილობრივებს და ტურისტებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდებს.