ვენეციის ბიენალეზე ქართველმა არტისტებმა რუსეთის პავილიონს “ДЕТИ” (ბავშვები) დააწერეს

August 23, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

ვენეციის სახელოვნებო ბიენალეზე  ორმა ქართველმა არტისტმა რუსეთის პავილიონს “ДЕТИ” (ბავშვები) დააწერა.

BIIMO-სა და ლევან ამაშუკელის ინსტალაცია  ოკუპანტების მიერ უკრაინაში  ბავშვების მკვლელობას ეხმიანება. მისი ნახვა მობილური ტელეფონით, რუსეთის პავილიონთან ინსტაგრამ ფილტრის გააქტიურებითაა შესაძლებელი. 

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 361 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 711.