Გამოსახლების მოლოდინში – Გარდაბანში 8 ოჯახი შენობაში შესახლდა

May 29, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, რუსტამ მაილოვი

ქალაქ გარდაბანში ლესელიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის ყოფილი შენობის დაკავება რამდენიმე ოჯახმა თვითინებურად 8 დღის წინ სცადა. Მათ შორის არიან რუსთავიდან და კახეთიდან. 

შენობაში შესახლებული  ერთ-ერთი ადამიანი ზაზა გაგნიძე  ფართის თვითნებურად დაკავების მცდელობის მიზეზად ფინანსურ პრობლემებს ასახელებს. ის გუშინ ადგილზე პოლიციის მისვლის შესახებაც საუბრობდა. შსს-ს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საკითხს მოიკითხავენ.


ფაქტის შესახებ იციან გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაშიც, თუმცა, უწყება ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.  როგორც გვითხრეს, მიზეზი შენობის საკუთრების საკითხია.  იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა ამჟამად ქონების მართვის სააგენტოს ეკუთვნის, ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაგვიდასტურეს. 

ფლობს თუ არა ინფორმაციას იქ შესახლებული ოჯახების შესახებ სააგენტო და რა ღონისძიების გატარებას აპირებს – ქონების მართვის სააგენტოს პრესსამსახური საკითხის გარკვევას შეგვპირდა. 

 Ამ დროისთვის ფართი სამართლადამცავების მიერ ნაწილობრივ ჩაკეტილია და იქ მისულებს შენობაში შესვლის საშუალება არ აქვთ.  Თვითნებურად შესახლებულთა ნაწილს ღამის გათენება ისევ გარეთ მოუწევს.

ჩვენი რედაქცია თემაზე მუშაობას აგრძლებს.