Გარდაბანში 10-მდე ოჯახს უკანონოდ დაკავებული ფართიდან ასახლებენ

May 29, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, რუსტამ მაილოვი

ქალაქ გარდაბანში ლესელიძის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა რამდენიმე ოჯახმა თვითინებურად დაიკავა. Ისინი სახლში უკვე მერვე დღეა ცხოვრობენ. ფაქტის შესახებ გუშინ ქალაქის ოფიციალურ პირებისთვის გახდა ცნობილი, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. Ისინი ოჯახების გამოსახლებას გეგმავენ. ოჯახები რუსთავიდან და კახეთიდან არიან.

Როგორც შენობაში შესახლებული ერთ-ერთი ადამიანი გვეუბნება, ისინი, რუსთავიდან არიან. მის ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს, ბინის ქირა გაუძვირეს, გადახდა ვერ შეძლო და იძულებული გახდა აღნიშნულ ფართში თვითნებურად შესულიყო. მისივე თქმით, მას მუნიციპალიტეტში დახმარებას შეპირდნენ, თუმცა უშედეგოდ.

გარდაბანში იუსტიციის სახლის ყოფილი შენობა, ამ ეტაპზე, სამართლადამცავების მიერ ნაწილობრივ ჩაკეტილია და იქ მისულებს შენობაში შესვლის საშუალება არ აქვთ. Თვითნებურად შესახლებულთა ნაწილი ,ამ ეტაპზე , შენობის შიგნით რჩება, ნაწილი გარეთ, მათ შორის ღამითაც. Ოჯახების ნაწილს ჰყავთ ბავშვებიც.

საკითხზე ჩვენი რედაქცია გარდაბნის მერიასთან დაკავშირებას ცდილობს. მათი პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.