დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის – არის მსხვერპლი

April 12, 2023

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული შეტაკების დროს, სომხეთის მხრიდან დაიღუპა 4 და დაიჭრა 6 სამხედრო მოსამსახურე, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან – 3, – ამის შესახებ ინფორმაციას ორივე ქვეყნის თავდაცვის სამინისტროები ავრცელებენ და ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეტაკება 11 აპრილს ლაჩინის დერეფნის მახლობლად, სომხეთის სოფელ თეღის მიდამოებში მოხდა.

“11 აპრილს, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა გორუსის რეგიონის დიღის დასახლების მიმართულებით მდებარე პოზიციებიდან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ლაჩინის რეგიონის მიმართულებით მდებარე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს”, – წერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.

რაც შეეხება სომხურ მხარეს, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ “აზერბაიჯანის სამხედრო ქვედანაყოფებმა ცეცხლი გაუხსნეს სომეხ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც საინჟინრო სამუშაოებს აწარმოებდნენ თეღის დასახლების მიმართულებით“.

აქვე გეტყვით, რომ 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღის ომის შემდეგ, სომხეთი და აზერბაიჯანი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე. რეგიონში განთავსდა რუსეთის “სამშვიდობო კონტინგენტი”.