დეკორატიული სანთლები მარწყვის და კაკაოს არომატით – #ადიგენი

March 9, 2022

​#უსასყიდლო #განთავსება

ვინც სურნელოვანი და დეკორატიული სანთლებით დაინტერესებული ხართ ეს სტატია თქვენთვისაა.

ადიგენელი დამწყები მეწარმეების მცირე ონლაინ მაღაზიაში შეხვდებით სხვადასხვა ფორმის სანთლებს, მათ შორის ვარდის, მაფინების, ნამცხვრის ფორმის და უკრაინის დროშის ფერებში გაწყობილ სურნელოვან სანთლებს.

“ჩვენს სანთლებს, რომელსაც ნამცხვრისა და მაფინების ვიზუალი აქვს, სურნელიც შესაბამისი აქვს, კაკაოსა და მარწყვის არომატით. გარდა სანთლებისა მომხმარებლებს ვთავაზობთ სასაჩუქრე ბოქსებს, სადაც მოთავსებული პროდუქცია ძირითადად კოსმეტიკა,სანთლები და სამკაულია,” – გვეუბნება ერთ-ერთი იდეის ავტორი, მარი მერაბიშვილი. 

პროდუქციის მიწოდება ხდება ახალციხე – ადიგენის მასშტაბით და ყველგან ფოსტის მეშვეობით. დაინტერესების შემთვევაში ეწვიეთ გვერდს: ( Facebook, Instagram )

_______________________________________________

ინფორმაცია მომზადდა ჩვენი ახალი რუბრიკის ფარგლებში “TOK TV სამცხე-ჯავახეთის მცირე ბიზნესის მხარდაჭერისთვის”
თუკი გაქვთ მცირე ბიზნესი და პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა თქვენზეც, დაგვიკავშირდით.  
577681889 (მიშო) ან მოგვწერეთ სოციალურ ქსელში.
​#უსასყიდლო #განთავსება