დურმიშხან აშრალოვი-ჩალღის ოსტატი წალკიდან

September 14, 2022

ავტორი: მირანდა ფუტკარაია, საიდა მამედოვა

38 წლის დურმიშხანი სოფელ  არჯევან-სარვანში ცხოვრობს. ჩალღი,ცოცხის დამზადება მან ბავშვობაში ისწავლა, ახლა უკვე მისი ტრადიციული საქმიანობაა. Ამბობს, რომ ცოცხის გაყიდვით მიღებული შემოსავალი ექვსსულიანი  ოჯახისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა.

Ჩალღისთვის ტოტები დურმიშხანს ტყიდან მოაქვს. Გზა დაახლოებით 10-15 კილომეტრია. Შეგროვებული ტოტები სახლში  ცხენით მოაქვს. Სახლშ მოტანის შემდეგ ასუფთვებს, ერთმანეთზე აწყობს და რკინის მავთულით კრავს.

დურმიშხანი თითო ჩალღს წალკის ცენტრში, არსებულ ადგილობრივ ბაზარზე 5-6 ლარად ჰყიდის.