დღეიდან რამადანი დაიწყო

April 2, 2022

ავტორი: საიდა მამედოვა

რამადანი ისლამური კალენდრის მეცხრე თვის სახელწოდება. მუსლიმურ სამყაროში რამადანის თვეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. 2022 წლის 2-3 აპრილს, სრულიად ისლამური სამყარო მარხვის თვის დასაწყისს ეგებება. მუსლიმები მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე მარხვას იცავენ და უარს ამბობენ საჭმელზე, წყალზე, ყველა სახის სასმელზე.

წალკაში მარხვის თვის დადგომას მორწმუნეები ერთმანეთის დახმარებით, პატივისცემით და საქველმოქმედო ღონისძიებებით ეგებებიან. რამადანის განმავლობაში მეზობლები, ნათესავები, მეგობრები ერთმანეთს სტუმრობენ, უზიარებენ ხსნილობის სუფრას და მუსლიმთა ნაწილისთვის დამახასიათებელ თარავის ლოცვას ასრულებენ.