ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბათუმში საარჩევნო უბანზე იმყოფება

April 2, 2022

დღეს ბათუმში მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. მასში მონაწილეობენ ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები.

ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ იმყოფება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, საბა კბილაშვილი. რა მიზეზით იმყოფება კბილაშვილი ბათუმის საარჩევნო უბანზე? – ჩვენი რედაქცია მასთან დაკავშირებას ცდილობს, თუმცა იგი ტელეფონს გვითიშავს. ​​

ვიდეო: TV პირველი

“თავისი ინიციატივა იყო და ალბათ იმიტომ წავიდა, რომ გამოცდილება აქვს და დაეხმარება,” – გვეუბნება ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით ლომიძე, რომელიც კბილაშვილის ბათუმში, არჩევნებზე წასვლას ადასტურებს.

ვიდეო ვრცლად: ( დააჭირეთ აქ )