ევროპული განათლება – შეხვედრა წალკაში, სოფელ საყდრიონში – ანონსი

September 21, 2022

თუ ცხოვრობ წალკის მუნიციპალიტეტში, ხარ მასწავლებელი და გინდა მეტი გაიგო ევროპულ განათლებაზე, ევროპაში არსებულ სწავლების მეთოდებზე, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

ასევე თუ გსურს მეტი ინფორმაცია მიიღო ევროკავშირის საქმიანობაზე საქართველოში განათლების მიმართულებით, რათა შემდგომ მოსწავლეებსაც მეტი ასწავლო

TOK TV ამ საკითხებზე მეტი ინფორმირებულობისთვის 22 სექტემბერს 16:00 საათზე , სოფელ საყდრიონის სკოლაში შეხვედრაზე გიწვევთ

პროექტის “საუბრები წყაროსთნ“ ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ირა ძირკვაძე ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე გესაუბრებათ

“საუბრები წყაროსთან” გახლავთ „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელსაც ახორციელებს TOK TV. პროექტის მიზანია, კონსტრუქციული, სიღრმისეული, მულტიპლატფორმული მიდგომით, ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ მუნიციპალიტეტებში (წალკა, ადიგენი, ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი) ულტრა-მემარჯვენე რადიკალური განწყობების შემცირებას და დასავლეთის და ევროინტეგრაციის შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას.