ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან დღემდე – შეხვედრა ახალციხეში

September 20, 2022

ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან დღემდე და რა პროექტებს ახორციელებს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი საქართველოში თავდაცვის ძალების მიმართულებით, – საკითხებზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებს ერონული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი, ნათია გვენეტაძე ესაუბრა . 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის ცნობით, საქართველო მონაწილეობს ანტიტერორისტულ მისიაში ხმელთაშუა ზღვაში, რის საფუძვლეზეც მიიღო ოპერატიული თანამშრომლის სტატუსი. 

ნატოს და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის რეგიონული კოორდინატორის, თეონა ზურაბაშვილის თქმით, მსგავსი შეხვედრა ჩატარდა ასპინძის მუნიციპალიტეტშიც. ევროინტეგრაციაზე ესაუბრნენ ქალაქ ახალციხის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებსაც.