“ეს კანონი შეგვბოჭავს და მოტივაციას გაგვიქრობს”-სოციალური მეწარმე “აგენტების” კანონპროექტზე

March 2, 2023

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

“ეს არის უკანგადადგმული ნაბიჯი”,-ასე აფასებს სამოქალაქო აქტივისტი, სოცუალური მეწარმე ირა ძირკვაძე “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტს.

მან ევროკაშირის დახმარებით წალკაში 2016 წელს სოციალური საწარმო “გუმბათი” დააფუძნა და არაერთი პროექტი განახორციელა. მაგალითად, სოფელ გუმბათის სკოლაში სასმელი წყალი შეიყვანეს. 2020 წელს „გუმბათი“ წლის საუკეთესო სოციალური საწარმო გახდა.

სოციალური მეწრამე აღნიშნავს, რომ “აგენტების”კანონის მიღების შემთხვევაში, მისი საქმიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

“ეს კანონი შეგვბოჭავს და ადამიანებს, ვისაც რაიმეს კეთება გვინდა, იმისთვის, რომ უკეთეს გარემოში ვიცხოვროთ, მოტივაციას გაგვიქრობს”,-გვეუბნება ირა ძირკვაძე.

სამოქალაქო აქტივისტი წალკიდან ასევე იმედოვნებს, რომ ხელისუფლება აღნიშნულ კანონპროექტზე იმსჯელებს და “ისეთ კანონს არ მიიღებს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს მოტივაციას დაუკარგავს და დააზარალებს”.

უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტს პარლამენტში დღეს განიხილავენ.