“რუსეთის კანონად” შეფასებული კანონპროექტის განხილვა ხმაურით მიმდინარეობს

March 2, 2023

ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება, ძალის გამოყენებით გაყვანილი დეპუტატები საკომიტეტო სხდომიდან, აქცია პარლამენტის შენობაში, შენობის გარეთ და მიმდებარედ – საქართველოს პარლამენტმა, სამოქალაქო სექტორის მიერ “რუსეთის კანონად” შეფასებული კანონპროექტის განხილვა დღეს მაინც დაიწყო.

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე კანონპროექტის განხილვას ხმაური მოჰყვა, „ხალხის ძალის“ წევრს გურამ მაჭარაშვილს კანონპროექტის წაკითხვას ოპოზიციონერი დეპუტატები სხვადასხვა შეძახილით აწყვეტინებდნენ.

პარალელურად დაპირისპირება იყო პარლამენტში, სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ე.წ აგენტების კანონპროექტის საწინააღმდეგოდ პარლამენტის შენობასთან აქცია ახლაც მიმდინარეობს.