ვაზიანს სასმელი წყალი შესაძლოა 2 თვეში მიეწოდოს – #გარდაბანი

December 4, 2023

როდის მიეწოდება სასმელი წყალი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანს? – “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ვაზიანსა და მიმდებარე სოფლებში წყლის სისტემის მოწყობისთვის ხელშეკრულება შპს “ინსი”-სთან 2022 წლის 18 მარტს გააფორმა.

ხელშეკრულების მიხედვით, თანხა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს, საიდანაც გახარჯულია 68 % ანუ – 13 მილიონ ლარზე მეტი.

რამდენად სრულდება ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები და როდიდან მიეწოდებათ ვაზიანში მცხოვრებლებს სასმელი წყალი? კითხვებით ჩვენ კომპანია “ინსი”-ს დავუკავშირდით. 

აქ გვეუბნებიან, რომ სოფელ ვაზიანში წყალს მაქსიმუმ 2 თვეში გაუშვებენ. კომპანიის წარმომადგენლის თქმითვე, წყლის მიწოდება რამდენიმე სოფელში დაიწყო, რამდენიმეს კი სატესტო რეჟიმში მიეწოდება.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, კომპანიას სამუშაოების დასრულებისთვის ვადა 2024 წლის 10 აპრილამდე აქვს.

ტენდერების მონიტორის მიხედვით, შპს “ინსი”-ს დაარსებიდან დღემდე ჯამში 109 სახელმწიფო შესყიდვაში აქვს მონაწილეობა მიღებული, მათგან გაიმარჯვა 24-ში და ჯამში 300 მილიონზე მეტი ლარი მიიღო.

ასევე ნახეთ: