ვინ და რატომ მანიპულირებს ხაჭაპურით და მისი შექმნის ავტორობით?

February 9, 2022

ვინ და რატომ მანიპულირებს ხაჭაპურით და მისი შექმნის ავტორობით? კითხვა სოციალური ქსელების აუდიტორიისთვის აქტუალური დღეს მას შემდეგ გახდა, რაც უცნობმა მომხმარებელმა მანიპულაციური შინაარსის პოსტი გაავრცელა, თითქოსდა ფოტოზე გამოსახული აჭარული ხაჭაპური არის მე-9 საუკუნეში ანისელი მზარეულის მიერ გამომცხვარი “ხაჩატური.”

სქრინშოტის მიხედვით პოსტის ავტორია კარენ კარაპეტიანი, თუმცა მისი სოციალური ქსელი გვერდის უახლესი აქტივობების გაცნობისას მსგავს შინაარსს ვერ ნახავთ.

აჭარული ხაჭაპურის ფოტო წარწერით “ხაჩატური” მას მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში აქვს გამოქვეყნებული, დამატებითი აღწერილობის და კერძის წარმომავლობის მინიშნების გარეშე.

რას ემსახურება ყალბი ან მანიპულაციური შინაარსის პოსტები, რომლებიც სამზარეულოს თუ კულტურის საკითხებს საზოგადოებაში ეთნიკური შუღლის გაღვივებისთვის იყენებს. მოვუსმინოთ თსუ-ს პროფესორს, ჟურნალისლტიკის რესურსცენტრის თავმჯდომრეს ნათია კუპრაშვილს.