თოვლი, ქარი და აკრძალული გზის მონაკვეთები – რა ვითარებაა გზებზე

January 3, 2024

3-5 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი, ნისლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია შტორმული ღელვა- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარამეტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული),ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი),მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე,აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.