ახალციხეში, გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციისთვის 800 ათას ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება

January 4, 2024

ახალციხეში , გამსახურდიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაციისთვის, მერია 818 629  ლარის დახარჯვას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში გვეუბნებიან, იგეგმება ქუჩის სრული რეაბილიტაცია, მოეწყობა სანიაღვრე  არხები და ტროტუარები.

გამსახურდიას ქუჩის რეაბილიტაციის თანხის ნაწილი  რეგიონალური ფონდიდან, ნაწილი კი   ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

წინადადებების მიღება 03-19  იანვარს იწარმოებს. სამუშაოების შესრულების ვადა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვეა.