უდეში მისასვლელი გზის და ხიდის რეაბილიტაცია იგეგმება – ტენდერი

January 5, 2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, სოფელ უდეში მისასვლელი გზის და მდინარე ქვაბლიანზე არსებული ხიდის რეაბილიტაციას გეგმავს, რომლისთვისაც ტენდერი 1 600 000-ზე მეტ ლარზე გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ჯამში 2 კილომეტრზე მეტი სიგრძის გზის რეაბილიტაცია.

როგორც სატენდერო დოკუმენტში ვკითხულობთ, საავტომობილო გზა დაზიანებულია, საჭიროებს სრულ რეაბილიტაციას და კაპიტალურ ასფალტბეტონის საფარის მოწყობას.

წინადადებების მიღება 17-21 იანვარს იწარმოებს. სახელმწიფო შესყიდვა ორ ეტაპიანია: პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში უნდა დასრულდეს, მეორე ეტაპისთვისაც 90 დღეა გათვალისწინებული.