მეორე დღეა, ფარავნის უღელტეხილზე, გადაადგილებაზე შეზღუდვებია – სგდ

January 8, 2024

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ ფარავნის უღელტეხილზე, უკვე მეორე დღეა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია. 

მიზეზი, რთული მეტეოროლოგიური პირობებია, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვიდასტურებენ.

ამავე წყაროს ცნობით, გზის ზემოთხსენებულ მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.