ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა – სგდ

January 8, 2024

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის მონაკვეთზე, კერძოდ ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა ორი დღის განმავლობაშ აკრძალული იყო.