კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა – საქართველო

September 14, 2020

ბოლო 24 საათში, ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროის განმავლობაში არავინ გამოჯანმრთელებულა. ინფორმაცია Stopcov.ge-ზე განახლდა.

ინფიცირების ყველაზე მეტი, მაჩვენებელი დღეს აჭარაში 109 შემთხვევა გამოვლინდა. თბილისი – 17 ;სამეგრელო-ზემო სვანეთი-ზუგდიდი – 9; ქვემო-ქართლი, გარდაბანი -9 ; შიდა-ქართლი, გორი -6 ; კახეთი, გურჯაანი – 6; გურია , ოზურგეთი – 4 იმერეთი, ქუთაისი – 4 ; მცხეთა -1.

“გორში ჩატარდა 100 კაციანი ქორწილი, რაც გახდა მიზეზი გორში და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტანში ინფიცირების მიზეზი. მოსახლეობას მოვუწოდებ თავი შეიკავონ ფართომასშტაბიან ღონისძიებების ჩატარებისაგან,” – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია – 2 392, მათ შრის გამოჯანმრთელებულია – 1 369 და გარდაცვლილია – 19.

კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 882 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390. მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა, მას შემდეგ, ოფიციალური ინფორმაციით, ყველაზე მეტი მაჩვენებელი დღეს გამოვლინდა.

მსოფლიოში კოვიდინფოცირებულთა რაოდენობა 28 მილიონს აჭარბებს.

Leave a Reply