ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლებს სოფელ ინგირში სამედიცინო შემოწმება მობილურ კლინიკაში ჩაუტარდათ

August 27, 2021

®

ლიბერთის სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ უფროსი თაობის მოსახლეობას უფასო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა. ლიბერთისა და ევექსი კლინიკების ერთობლივი მობილური კლინიკის სერვისით ამჯერად სოფელ ინგირის მცხოვრებლებმა ისარგებლეს.ლიბერთის მომხმარებლების, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოძრავი სამედიცინო კაბინეტის ადგილზე მომსახურება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში განახლებული განრიგით გაგრძელდება სექტემბერში.

მობილური კლინიკის გარდა, ლიბერთის მომხმარებლებისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, ევექსი კლინიკების სამედიცინო მომსახურებაზე და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელში – მედიკამენტებზე, განსაკუთრებული შეთავაზებები მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბით.კერძოდ, ლიბერთის საპენსიო და სხვა სოციალური ბარათით გადახდისას, მომხმარებლებს, ევექსი კლინიკებში 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ ჩაიტარონ ლაბორატორიული კვლევები, ექოსკოპია, რენტგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, მიიღონ სტომატოლოგიური მომსახურება და უფასოდ გაიარონ კონსულტაცია.ფარმადეპოს 180-ზე მეტ აფთიაქში კი, უფროსი თაობის მომხმარებლები, 20%-მდე ფასდაკლებით სარგებლობენ 2200-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე, მათ შორის ქსელში არსებული სხვადასხვა ყოველდღიური აქციების დროსაც.