მედიის გარეშე – შერიგების მინისტრი სამცხე-ჯავახეთში

June 2, 2023

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, თუმცა ამის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ და ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

რატომ არ შეატყობინეს მედიას ვიზიტის შესახებ? – უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვეუბნებიან, რომ “წამოსვლა უცებ გადაწყდა და მედიას არ შეატყობინეს, მასალები კი მოგვიანებით თვითონ გაავრცელეს.”

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სახელმწიფო მინისტრი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში ახალაშენებული ბაღის გახსნას დაესწრო და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია დააანონსა.