საქართველოში Pfizer-ის ვაქცინის ახალი ნაკადი შემოვიდა, მანამ 400 000-ს ვადა გაუვიდა

April 5, 2022

საქართველოში Pfizer ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა, რომელიც ვაქცინაციის ცენტრებში გადანაწილდება და პროცესიც შესაბამისად განახლდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. გაბუნიას თქმით, წლის განმავლობაში ჯამში Pfizer-ის ერთი მილიონი დოზა უნდა შემოვიდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში Pfizer-ის კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინის 400 000 დოზას 31 მარტს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

აქვე გეტყვით, რომ NCDC-ის ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კიდევ 211-მა პირმა გაიკეთა, მათგან 11 სამცხე-ჯავახეთშია.