მდინარეები ოცხე და ბარათხევი კალმახის 60 000-მდე ქვირითით დათევზიანდა ​

April 5, 2022

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, მდინარე ოცხე და ბარათხევი 60 000-მდე კალმახის ქვირითით დაათევზიანეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

“მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს,” – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ამავე წყაროს მიხედვით, სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია გამოყენებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტები ველურ ბუნებაში მარტივად ადაპტირდებიან.