ფერადი სივრცე სკოლებში – მოხალისეობრივი პროექტის შედეგები წალკაში

April 5, 2022

ავტორები:სოფიკო ქარცივაძე, საიდა მამედოვა

” ფერადი სივრცე სკოლებში” – წალკელმა სტუდენტებმა მოსწავლეებისთვის სოფლის ორ სკოლაში არაფორმალური განათლების სივრცე მოაწყეს.

“Ფერად სივრცეში ახალგაზრდები პერიოდულად იკრიბებიან და მსჯელობენ, თუ როგორ გახადონ თავიანთი თემი უკეთესი,”- გვიყვება თაიგული ხოზრევანიძე.

Ორი სტუდენტის სტარტაპ პროექტი ცოტა ხნის წინ, მას შემდეგ შეიქმნა რაც სახლში დაბრუნებულებმა ადგილობრივი თემის საჭიროებებს სხვა კუთხით შეხედეს.

მათი თქმით, სოფლის ახალგაზრდების უმრავლესობა ინფორმაციის ნაკლებობას განიცდის. ამ პროექტით კი მოტივაციის ამაღლება და სათემო ცხოვრებაში აქტიურ ჩართვაში ხელშეწყობა სცადეს. თაიგულ ხოზრევანიძემ და ხათუნა მეკეიძემ პროექტის ფარგლებში სათემო ცხოვრებაში მოქალაქეთა უფლებების, პასუხისმგებლობისა და ვალდებულებების შესახებ 6 დღიანი ტრენინგები ჩაატარეს.

“მივაწოდეთ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით. პროექტის ბოლო დღეს, მონაწილეებმა საკუთარი ხელით, ხის პალეტებისგან ააწყვეს და შეღებეს მაგიდა და სკამები, რომლებიც განთავსდა განთიადისა და საბეჭისის საჯარო სკოლებში”-გვეუბნება თაიგული ხოზრევანიძე.

Პროექტის აქტიური ნაწილი, ტრეინინგების სერია უკვე დასრულებულია, თუმცა ღია ფერადი სივრცეები, კვლავაც ღიაა არაფორმალური განათლების გაცვლისთვის.

Პროექტის Ავტორები გვეუბნებიან, რომ ინიციატივას მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა და მოწონება მოჰყვა. სამომავლო გეგმებზე კონკრეტულად ვერ საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ შესაძლებლობების გამოჩენისთანავე, თავიანთ თემზე მორგებულ ინიციატივებს კვლავაც განახორციელებენ.

პროექტი განხორციელდა პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მისი მხარდამჭერია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.