Her gün yenilenen özel bonuslarla kullanıcılarını motive eden bahsegel giriş, üyelerine daha fazla kazanma şansı tanıyarak oyun keyfini artırıyor.

OECD’ye göre, Avrupa’daki bahis kullanıcılarının %26’sı kadınlardan oluşur ve bahsegel giriş kadın oyunculara özel fırsatlar sunar.

Türkiye’de güvenilir bahis deneyimi bahsegel giriş arayan kullanıcılar markasını tercih ediyor.

Mobil cihazlardan erişim kolaylığı sunan pinco kullanıcı dostudur.

მიმდინარეობს თუ არა 9 აპრილის ქუჩაზე სააკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები?

April 17, 2026

მიმდინარეობს თუ არა ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები? – პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ უწყებას მოუსმენთ

ნახეთ სიუჟეტი

ტექსტი:

მიმდინარეობს თუ არა ახალციხეში 9 აპრილის ქუჩაზე სააკანალიზაციო სისტემის მოწესრიგების სამუშაოები? – პასუხი დამოკიდებულია იმაზე თუ რომელ უწყებას მოუსმენთ.

მერია ჯერ ამბობს, რომ 9 აპრილის 19 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის პრობლემაა, ინფორმირებულია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაც და მიმდინარეობს სამუშაოები. 

წყალმომარაგების კომპანიაში კი გვეუბნებიან, რომ მათი მხრიდან დაზიანება არ ფიქსირდება და შესაბამისად არც სამუშაოებია დაგეგმილი. 

რა ხდება?

საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ დაზიანებული გზის მოწესრიგების შესახებ კითხვებით თავდაპირველად ახალციხის მერიას დავურეკეთ, სადაც ზემოხსენებული პასუხი გაგვცეს და წყალმომარაგების კომპანიისაკენ მიგვითითეს. 

შემდეგ დავუკავშირდით წყალმომარაგების კომპანიას. ჩვენი ზარის შემდეგ, კომპანიის თანამშრომლები და მათივე თქმით მერიის წარმომადგენლები, ადგილზე გავიდნენ, ტერიტორია შეისწავლეს და გვითხრეს რომ საკანალიზაციო სისტემასთან პრობლემა არ ფიქსირდებოდა.

ამის შემდეგ ჩვენ მერიას კვლავ დავუკავშირდით და თავიდან ვკითხეთ, რა არის ახალციხეში 9 აპრილის 19 ნომერში მოუწესრიგელი გზის მიზეზი და როდის იგეგმება შეკეთება?

გვითხრეს, რომ განახლებულ ინფორმაციას მოგვაწოდებდნენ – მათგან პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

რატომ ვერ წესრიგდება ტერიტორია, რომელიც მოსახლეობას 1 წელზე მეტია აწუხებს? სანამ ჩვენი რედაქცია აღნიშულის გარკვევას ცდილობს ახალციხის მერია საჯარო პოსტით მოსახლეობას ბოდიშს უხდის გზებზე გაჩენილი ორმოულების გამო და დაზიანებებს კლიმატურ პირობებს უკავშირებს და არა უხარისხოდ შესრყლებულ სამუშოაებს: 

“გზებზე უწყვეტ რეჟიმში იყრებოდა ტექნიკური მარილი, ჯამში დაიყარა 100 ტონაზე მეტი, რაც წინა წლებთან შედარებით, სამჯერ მეტია. მძიმე კლიმატურმა პირობებმა და დიდი რაოდენობით ტექნიკური მარილის გამოყენებამ, გამოიწვია ცენტრალური გზის საგრძნობლად დაზიანება. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში მოსულმა უხვმა ნალექმა და ხანგრძლივმა წვიმებმა შეაფერხა გზების მოწესრიგების პროცესი.”

მერია ამავე განცხადებაში განმარტავს, რომ შესაბამისი სამსახურების ჩართულობით, ახორციელებს დაზიანებული საავტომობილო გზის მოწესრიგებას. 

მერიას არა, მაგრამ საზოგადოების ნაწილს კითხვები საგზაო სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით უჩნდება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საგზაო ინფრაქსტრუქტურის განვითარებისთვის 2 მილიონ 200 000 ლარზე მეტის დახარჯვა იგეგმება.

განახლება: 20.04.2026

“კანალიზაციის პრობლემა არ არის, გზაა დაზიანებული და ეტაპობრივად შეკეთდება,” – ასე გვპასუხობს ახალციხის მერია 9 აპრილის 19 ნომერში დაზიანებული და შედეგად პერიოდულად დატბორილი ტერიტორიის მოწესრიგებაზე.

როდიდან დაიწყება მოწესრიგება და სავარაუდოდ რა ბიუჯეტი გამოიყოფა ტერიტორიისთვის, რომელიც 1 წელზე მეტია დაზიანებულია? – ამ დამაზუსტებელ შეკითხვებზე კი მერიას პასუხი აღარ აქვს.