მიწის ძვრის გამო 300-მდე მოსწავლე ონლაინ სწავლობს – ჯავახეთი

February 17, 2022

Რა ზიანი მოიტანა 13 თებერვლის მიწისძვრამ? ახალი გარემოებები შემთხვევასთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედია, რადიო ნორი იუწყება, რომ ნინწომინდის სოფლელ კათნატუში სკოლა დაზიანდა, რის გამოც სწავლა აუდიტორიულ რეჟიმში შეჩერდა. მედიის ცნობით მიზეზი კი სწორედ ის მიწისძვრაა, რომელიც სოფელ სამებასთან 13 თებერვალს მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ მაშინ 6,2 მაგნიტუდა შეადგინა. 

სოფელ კათნატუს საჯარო სკოლის დირექტორი, სურენ მზიკიანი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ სკოლის შენობას ბზარები გაუჩინა, დაზიანდა ჭერიც. 

Მისივე თქმით, მან უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, მათ შორის განათლების სამინისტროს . გვეუბნება, რომ დაზიანებებს შეისწავლიან, მანამ კი 300-მდე მოსწავლე და 22 მასწავლებელი პროცესს  ონლაინ რეჟიმში განაგრძობს. 

ჩვენ  ვცდილობთ დავუკავშირდეთ განათლების სამინისტროს, თუმცა ისინი ჩვენს ზარებს არ პასუხობენ. Ჩვენ თემაზე მუშაობს განვაგრძობთ.