მოქალაქე მეუფე ნიკოლოზს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს

November 13, 2023

მოქალაქე ლელა კურტაიძე, ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტს, ნიკოლოზ ფაჩუაშვილს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, – აღნიშნულის შესახებ კურტანიძემ საჯარო პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ჯავახეთის ექსპედიციის მიმდინარეობის დროს, დაახლოებით 12-13 წლის წინ გავხდი არაერთგზის სექსუალური შევიწროების მსხვერპლი მიტროპოლიტ ნიკოლოზ ფაჩუაშვილის მიერ,” – წერს მოქალაქე.

“იმისათვის რომ უფრო და უფრო ნაკლები ქალი გახდეს სექსუალური შევწიროვების მსხვერპლი, საჭიროა საზოგადოების მხარდაჭერა”

“ის გარემო, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ძალიან ბევრ ქალს უბიძგებს სიჩუმისკენ, რადგან ქალისკენ მიემართება ხოლმე დამადანაშაულებელი ტალღა,” – გვეუბნება ლელა კურტანიძე.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით მიტროპოლიტ ნიკოლოზს, თუმცა მან გვითხრა, რომ საქართველოში არ იმყოფება და ჩვენს კითხვებს ხუთშაბათამდე ვერ უპასუხებს.

ლელა კურტანიძემ აღნიშნულის შესახებ ინტერვიუ მისცა, ონლაინ გამოცემა “ქვიარს”, სადაც ამბობს, რომ 12-13 წლის წინ, ჯავახეთში ექსპედიციისას, მიტროპოლიტმა ფარავნის ტბაზე ცურვის სწავლება შესთავაზა და “რაღაც მომენტში მისი ხელები სხეულის ნეიტრალურ ზონებს გასცდა.”

“ანუ თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრძნობინა თავი, ისე თითქოს ჩემი რეაქციები არ იყო ადეკვატური. ამ დროს მკერდზე შეხებაც იყო და გენიტალიებზეც. მერე იყო მანქანაში ისეთი ტიპის ჩახუტება, რომელიც სცილდება მეგობრულ ჩახუტებას,” – აცხადებს კურტანიძე გამოცემასთან.