ნინოწმინდაში, ქორწინების იძულების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს – შსს

November 13, 2023

“რამდენჯერმე დამემუქრა, რომ მომიტაცებს, არც ციხის ეშინია რადგან საჯარო მოხელეა,” – ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აქტივისტი, პირი სოციალურ ქსელში წერს, რომ საჯარო მოხელე, მას ოჯახის შექმნის მიზნით, მოტაცებით ემუქრებოდა და ასევე ჰქონდა მცდელობაც.

“ავუხსენი ადამიანს, რომ არასოდეს არ გავიგო მისი არსებობის შესახებ, საღამოს მანქანით მივდივარ ბაბუის სახლში და ვხედავ რომ რამდენიმე მანქანით დგანან. მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგი ვიყავი მოვიდა ჩემს სახლში, ურთიერთობაზე უარი ვუთხარი, მერე მწერდა, მირეკავდა საშინლად მაწუხებდა,” – წერს იგი.

შსს-ს ცნობით, დღეს პირი დააკავეს. ამ ეტაპზე უცნობია როდის გაიმართება აღკვეთის ღონისძიების სასამართლო სხდომა.

განახლება 1:

შსს-ს ცნობით, თავდაპირველად გამოძება 151-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს, ხოლო პირი 150-ე პრიმა მუხლით დააკავეს, რაც ქორწინების იძულებას გულიხსმობს.

განახლება:

სტატიის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში შსს დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდა და რა მუხლით გაგრძელდება გამოძიება დაგვიზუსტებენ.

_____________

ამავე წყაროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 151 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.

_____________

როგორც ჩვენმა რედაქციამ გაარკვია, მის უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საფარი” იცავს. იურისტის, დიმიტრი ჩხიტუნიძეს თქმით, საქმეზე დაიწყო გამოძიება.

შსს-ს ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის პერიოდში, საქართველოში 573 შემაკავებელი ორდერი გაიცა, რომელთაგან 12 სამცხე-ჯავახეთშია.