მუსლიმური სამყარო ყურბან-ბაირამს აღნიშნავს

May 27, 2026

⚡ მუსლიმური სამყარო ერთ-ერთ ყველაზე დიდ რელიგიურ დღესასწაულს ყურბან-ბაირამს აღნიშნავს. დღესასწაულს საქართველოში მცხოვრები მუსლიმი მორწმუნეებიც აღნიშნავენ.

⚡ ყურბან-ბაირამი სამი დღე გრძელდება. მორწმუნეები ამ დღეს ალაჰს ოთხფეხა შინაურ ცხოველს სწირავენ, ხოლო ხორცს ოჯახის წევრებთან ერთად მეზობლებს, შეჭირვებულებსა და უპოვრებს უნაწილებენ.

⚡ დღესასწაულის ფარგლებში მორწმუნეები მოწყალებას გასცემენ, ერთმანეთს ტკბილეულით უმასპინძლდებიან და წინაპართა საფლავებს მოინახულებენ.

დღესასწაულის მნიშვნელობაზე გვესაუბრება თეოლოგი ნოდარ დავითაძე 👇