ომის გამო ლტოლვილმა უკრაინელებმა სწავლა საქართველოში დაიწყეს – აწყური

September 15, 2022

ახალციხის მუნიციპალიტეტში 38 საჯარო და 1 კერძო სკოლაა, რომელშიც წელს ჯამში 543 პირველკლასელი მიიღეს, – ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყეს უკრაინიდან ომის გამო ჩამოსულმა მოქალაქეებმა. მათ შორის არიან ახალციხის სოფელ აწყურში დაბრუნებული სამსონიძეების ოჯახის წევრებიც. 

აწყურის საჯარო სკოლის, ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, კონსტანტინ მარტინენკო ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ბავშვები თავს არ გრძნობდნენ ლტოლვილებად და მარტივად ადაპტირებისთვის შეექმნათ შესაბამისი გარემო. რაც, მისივე თქმით, აწყურის შემთხვევაში უზრუნველყოფილია.

დღეს უკრაინის მოქალაქეებისთვის დედაქალაქში ერთი უკრაინული სკოლა მოქმედებს. არის შემთხვევები, როდესაც მოსწავლეებს სხვა საჯარო სკოლები იღებენ. ასევე, უკრაინიდან საქართველოში ომს გამოქცეულ მოქალაქეთა ნაწილი უკვე უკან სამშობლოში დაბრუნდა, ნაწილმა  ევროპის ქვეყნებში გადაინაცვლა. იგივეს გეგმავენ სამსონიძეების ოჯახი.