რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე მეწყრის გამო გადაადგილება შეიზღუდა

March 29, 2023

რიკოთის გვირაბის შემოვლით გზაზე მეწყრის გამო გადაადგილება შეიზღუდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ გზას ავტომობილები იმ შემთხვევაში იყენებენ, როცა გვირაბში გადაადგილება შეზღუდულია.

უწყების ცნობით, ამ ეტაპზე საავტომობილო გზას წმენდენ.

აქვე გეტყვით, რომ რიკოთზე გადაადგილება 19 მარტსაც შეფერხდა. მაშინ გზის ჩაკეტვა სოფელ ვერტყვიჭალასთან მთის ფერდიდან მიწის ჩამოშლამ გამოიწვია.

სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერდნენ, რომ ფერდის გაჭრა, გამაგრების გარეშე განხორციელდა.