როგორ ვიშრომოთ – რა შეიცვალა დასაქმებულებისათვის და სამსახურის მაძიებლებისთვის გარემო

September 25, 2023
#ევროკავშირი_საქართველოსთვის

2007 წლიდან 2018 წლის პირველ ნახევრამდე საწარმოო ტრავმისგან 473 ადამიანი დაიღუპა, 805 კი მძიმედ დაშავდა – სტატისტიკას ონლაინ მედია „პუბლიკა“ აქვეყნებს, ჩვენი ერთობლივი პროექტის ფარგლებში შექმნილ სტატიაში, რომელიც საქართველოში შრომითი გარემოს ცვლილებას ეხება.

შრომითი პირობები, უსაფრთხოება, თანაბარი ანაზღაურების უფლება, დეკრეტული შვებულება – ამ მიმართულებით ვითარების გაუმჯობესებისათვის ევროკავშირი წლებია გვაძლიერებს. დასავლეთს, ჩვენი კანონმდებლობის ევროპულთან დაახლოებისათვის, ფინანსურთან ერთად დიდი საექსპერტო შრომა აქვს გაწეული. ჩანართში “ევროკავშირი საქართველოსთვის” ვსაუბრობთ ამ ცვლილებებზე, რისი გაკეთება შევძელით და სად ჩამოვრჩებით. გადაცემის სტუმარია დიმიტრი ცქიტიშვილი, უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი, რომელიც შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი ავტორია და ეკატერინე ქარდავა, ასოციაცია “ევროპის დროით” თავმჯდომარე.