ყარაბაღი 2 900-ზე მეტმა სომეხმა დატოვა – სომხეთის მთავრობა

September 25, 2023

25 სექტემბრის მონაცემებით, მთიანი ყარაბაღი დატოვა და სომხეთში გაემგზავრა 2 900-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი, – ინფორმაცია სომხეთის მთავრობის ოფიციალურ საიტზეა გამოქვეყნებული.

ამავე წყაროს ცნობით, 1000-მდე ადამიანს საცხოვრებელი თავად ჰქონდა, 1100 – სომხეთის მთავრობამ უზრუნველყო, დანარჩენების საჭიროების შეფასება კი გრძელდება.

გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა, აზერბაიჯანის მხარის განცხადება იმის თაობაზე, რომ მან ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

ამასთან, სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთი მზად არის ყარაბაღიდან იძულებით გადაადგილებულთა მისაღებად, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ისინი თავიანთ სახლებში დარჩნენ და მშვიდად ცხოვრება განაგრძონ.

სომხური მხარის თანახმად, რეგიონის მოსახლეობა 120 ათასამდეა.