როდის დაიწყება საახალწლო არდადეგები ბაღებში, სკოლებში და სჯსუ-ში?

December 14, 2021

ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის, მარინა მერაბიშვილის ინფორმაციით, საბავშვო და ბაგა ბაღებში საახალწლო არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და 14-იანვრამდე გაგრძელდება.  

რაც შეეხება სკოლებს, ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრში გვეუბნებიან, რომ საჯარო და კერძო სკოლებში არდადეგები 30 დეკემბრიდან დაიწყება და სასწავლო პროცესი 17 იანვრას განახლდება. ​

25 დეკემბრიდან დაიწყება საახალწლო არდადეგები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც და 9 იანვრამდე გასტანს.