“რუსებზე უფრო მეტად რუსული” კანონპროექტი

February 21, 2023

“რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი” – მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები “უცხოური გავლენის აგენტების” კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადებას 260 ავრცელებს მათ შორის TOK TV.

ერთობლივი განცხადების მიხედვით, ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

საზოგადოებრივმა მოძრაობამ, “ახალმა – ხალხის ძალამ”, რომელიც ოცნებიდან წასული დეპუტატებით არის დაკომპლექტებული, “დასავლეთის აგენტების” შესახებ კანონი პარლამენტში შეიტანა და დაარეგისტრირა.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ კანონპროექტს ფრაქცია მხარს დაუჭერს.

“გამოდის რომ 10 ნაბიჯით უკან ვბრუნდებით და ჩვენ რუსული ორბიტიდან არ გამოვსულვართ,” – ასე აფასებს ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი კანონპროექტს.

“რუსებზე უფრო მეტად რუსულები რანაირად შეიძლება ვიყოთ, ეს არის ეს კანონმდებლობა,” – გვეუბნება JRC-ს თავმჯდომარე და თსუ-ს პროფესორი, ნათია კუპრაშვილი.