რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სიაში საქართველო არ შეიყვანა

March 7, 2022

რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია გამოაქვეყნდა, რომელშიც პუტინის თქმით, ის სახელმწიფოებია გაერთიანებული, რომლებიც ციტატა : “ახორციელებენ არამეგობრულ ქმედებებს რუსეთის, რუსული კომპანიების და მოქალაქეების მიმართ.”

ჩამონათვალშია 26 სახელმწიფოა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, თუმცა აქ თქვენ ვერ შეხვდებით საქართველოს. 

 სიაში შედის ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, მათ შორის ჯერსი, ანგილიუ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, გიბრალტარი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, კორეის რესპუბლიკა, სან. მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი (ჩინეთი), უკრაინა, ჩერნოგორია, შვეიცარია, იაპონია.

ბრძანების მიხედვით, რომელიც 2022 წლის 5 მარტითაა დათარიღებული, რუსეთის მოქალაქეები და კომპანიები, რომლებსაც აქვთ სავალუტო ვალდებულებები უცხოელი კრედიტორების მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიიდან, შეძლებენ მათ რუბლში გადახდას.

ფოტო: პუბლიკა