საბავშვო ატრაქციონები ეტლით მოსარგებლეებისთვის – ინიციატივა

July 31, 2023

საბავშვო ატრაქციონები ეტლით მოსარგებლეებისთვის – ასოციაცია ტოლერანტის ხელმძღვანელი, ცირა მესხიშვილი ინიციატივით გამოდის, რომ ეტლით მოსარგებლე შშმ პირებს, შესაძლებლობა ჰქონდეთ საქანელით ისარგებლონ. ამის შესახებ მესხიშვილმა ახალციხის მერის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ახალციხეში შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

მერის, ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ქალაქის ქუჩების და შენობების ადაპტირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.