სამცხე-ჯავახეთის წმუნებულის მოადგილემ არჩევნების შედეგები ცეკვით აღნიშნა

November 1, 2021

“ძალიან აქტიური იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და შედეგზეც აისახა,” – ასე აფასებს არჩევნების მეორე ტურის შედეგებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ზურაბ ხაჩიძე, რომელმაც არჩევნების შედეგები ცეკვით აღნიშნა. 

“ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში, წალენჯიხის გარდა “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა. რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, პირველი ტურის შეფასება ვნახე და მიუხედავად დარღვევებისა დადებითად შეაფასეს და ახალს ჯერ არ გავცნობივარ,” – გვეუბნება ზურა ხაჩიძე.

29 ოქტომბერს, ზურაბ ხაჩიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო წარწერით: “30 ოქტომბერს საღამოს – გამარჯვების შემდეგ ესე უნდა ვიცეკვო!!!”

გუშინ კი “დაპირებისამებრ” გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, რომელშიც არჩევნების შედეგებს ცეკვით აღნიშნავდა.

“შეპირებული ვიდეო ?‍♂️ რა ვქნა სიტყვა ვთქვი და არ შემოძლო არ შემესრუელებინა! ?‍♂️? ვიდეო “არჩევნები დამთავრდა” ?

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 20 მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატებიდან ოპოზიციამ მხოლოდ 1 -ში გაიმარჯვა, დანარჩენში – “ქართულმა ოცნებამ”.

არჩევნების დღეს ზეწოლაზე, დაშინებაზე, საარჩევნო პროცესის ხელ შეშლაზე, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე და მედიაზე ძალადობაზე საუბარია დამკვირვებელი ორგანიზაციების დასკვნებში. საკუთარი შეფასება ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ამერიკის საელჩომ.